Samotivacio Werili / სამოტივაციო წერილი

Samotivacio Werili / სამოტივაციო წერილი


სასურველი და ზოგჯერ აუცილებელიც არის, რომ CV-ს თან ახლდეს ე. წ. სამოტივაციო წერილი. ხშირად დამსაქმებლებისთვის სამოტივაციო წერილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეზიუმე.

როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი ?

რეზიუმე (CV) და სამოტივაციო (თანმხლები) წერილი წარმოადგენს წინასწარ განაცხადს მოცემულ ვაკანტურ ადგილზე. რეზიუმე შეიცავს კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას, სამოტივაციო წერილი კი ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მოკლე დასაბუთებაა. წერილი საშუალებას იძლევა სწორად მოვახდინოთ დამსაქმებლის ყურადღების ფოკუსირება მისთვის საინტერესო და საჭირო თვისებებზე.


სამოტივაციო წერილის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ:

• მიზანი;
• ადრესატი;
• შინაარსი;
• ფორმატი.

მიზანი.
სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას, მიიწვიოს თუ არა გასაუბრებაზე კანდიდატი. სამოტივაციო წერილის მიზანია – დამსაქმებელს მიაქცევინოს ყურადღება კანდიდატის რეზიუმეზე. რაც უფრო უკეთესად გეცოდინებათ კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნები, მით უფრო მიზანმიმართული იქნება თქვენი წერილი.
ადრესატი.
სამოტივაციო წერილი გაგზავნილი უნდა იქნეს კონკრეტული კომპანიისა და კონკრეტული პირის მისამართით, რომელიც განიხილავს თქვენს განაცხადს. თუ შესაძლებელია, დააზუსტეთ კომპანიაში ვინ არის ადრესატი, ვისაც უნდა გაუგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
შინაარსი.
სამოტივაციო წერილი გაძლევთ საშუალებას, მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება. ამიტომ მასში უნდა ასახოთ ინფორმაცია, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს თქვენს განსაკუთრებულ თვისებებს, უნარს, გამოცდილებას, კომუნიკაციის ჩვევებს, ენთუზიაზმს, ინტელექტს, ინტერესს იმ კომპანიის მიმართ, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება და ა.შ.
ფორმატი.
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური, თავისუფალი ფორმალური ტონისგან, სტილისტურად გამართული და მკითხველისთვის ადვილად გასაგები.

როგორც წესი, სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
• საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი);
• წერილის დაწერის თარიღი;
• კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
• მიმართვა – მისალმების ფრაზა;
• წერილის ძირითადი ტექსტი;
• დასკვნითი ნაწილი.

წერილის ძირითად ტექსტში თქვენ უნდა მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. ხაზი გაუსვათ თქვენს ინტერესს და პოზიციას (ცოდნა და გამოცდილება) იმ სფეროში, რომელიც ახლოსაა მოცემული კომპანიის საქმიანობის სფეროსთან, ასევე თქვენს საკვალიფიკაციო მონაცემებს ვაკანსიასთან მიმართებაში. აღნიშნეთ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისი მიღწევები, უნარ-ჩვევები, გამოცდილება, რომელიც ახლოსაა ან პირდაპირ ესადაგება ვაკანსიის მოთხოვნებს. სამოტივაციო წერილში უნდა მიუთითოთ რეზიუმეზე (მაგალითად, ”უფრო დეტალურად განხილულია რეზიუმეში”). იყავით შეძლებისდაგვარად ლაკონური, მომავალ დამსაქმებელს ყურადღება გაამახვილებინეთ რეზიუმეში აღწერილ დეტალებზე.

სამოტივაციო წერილიდან მომავალმა დამსაქმებელმა უნდა გაიგოს:

1. რატომ გსურთ მუშაობა ზუსტად ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
2. ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობა;
3. თქვენი კვალიფიკაცია.

წერილის დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ინტერვიუზე მიწვევის სურვილს და მზადყოფნას. მოუხადეთ მადლობა ადრესატს, რომ გამოიჩინა ყურადღება და გამოყო დრო თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წერილი დაასრულეთ საქმიანი წერილის სტანდარტული ფრაზით ,,პატივისცემით” და თქვენი სახელი და გვარი.

სამოტივაციო წერილის შედგენისას გასათვალისწინებელი რჩევები:
გახსოვდეთ, დამსაქმებელს პირველ რიგში სურს იმის გაგება -- შეესაბამება თუ არა თქვენი კანდიდატურა ვაკანტურ თანამდებობას;
დაანახეთ დამსაქმებელს, რამდენად შესაფერისი და პროფესიონალი თანამშრომელი ხართ;
წერილი უშუალო კავშირში უნდა იყოს დამსაქმებლის საქმიანობასთან. ამიტომაც სანამ დაწერდეთ წერილს, საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: ,,რაში გამოვადგები ამ კომპანიას?”, ,,რისი გაკეთება შემიძლია ამ სფეროში?’’ ’’რა უნარები გამაჩნია, რითაც შეიძლება დაინტერესდეს კომპანია?’’ და ა.შ.;
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური. დაწერეთ მოკლედ და არსებითად;
წერილში არ უნდა იყოს ხვეწნა. მაგალითად, ,,ხომ არ შემეძლო ჩემი უნარებით რამეში გამოსადეგი ვყოფილიყავი თქვენთვის?” ასეთი განწყობით არ ღირს საერთოდ სამუშაოს ძებნის დაწყება. ილაპარაკეთ თქვენი ძალების პოზიციიდან: ,,აი, რას გთავაზობთ და რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო’’; ’’აი, რაში დაგეხმარებათ ჩემი უნარ-შესაძლებლობები” და ა.შ.;
შეეცადეთ არ დაანახოთ, რომ ბევრ რეზიუმეს აგზავნით სხვადასხვა კომპანიებში. ერთნაირი რეზიუმეები მეტყველებს იმაზე, რომ კონკრეტული ვაკანსია კი არ გაინტერესებთ, არამედ ეძებთ ნებისმიერ სამუშაოს. სამოტივაციო წერილში ლაპარაკი უნდა იყოს კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ ვაკანსიაზე.


ნიმუში 1.
სტუდენტის (ახალგაზრდა სპეციალისტის) სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
აბულაძე მარიამი
1060, ქ. თბილისი,
გ. ფანჯიკიძის ქ. # 1
ტელ.:
ელ-ფოსტა: მარიამ


მსგავსი სიახლეები:
  • Maita Goo mainc xo miwam unda shegichamoi / მაიტა გოო მაინც ხო მიწამ უნდა შ ...
  • Misha Cagareli - Sasiyvarulo horoskopi / მიშა ცაგარელი –სასიყვარულო ჰოროსკო ...
  • Bevri Statusi / ბევრი სტატუსი
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Vakansia / ვაკანსია
  • CV shevsebis Forma / CV შევსების ფორმა
  • Saxaliso Statusebi / სახალისო სტატუსები
  • Kocnis Saidumloebebi / კოცნის საიდუმლოებები
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა