UGG / Ugebi / უგები

UGG / Ugebi / უგები



UGG ეს არის ფეხსაცმელი, რომელმაც ფაქტიურად მსოფლიო დაიპყრო მისი სიმარტივით და პრაქტიკულობით. სამწუხაროდ ამ პოპულარობით ზოგიერთი კომპანია ცუდად სარგებლობს და მაღაზიებში პატენტ ფეხსაცმელებს ყიდის. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ხდება. ამ პოსტში მე მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, თქვენი UGG ნამდვილია, თუ რიგითი ჩინური პატენტი.


1)ყიდვისას აუცილებლად დასუნეთ მას, დააკვირდით თუ საღებავის სუნი იგრძენით, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ორიგინალი არაა. ამას თავი დავანებოთ გადამეტებულმა საღებავმა და მასში შემავალმა შხამ-ქიმიკატებმა თავისუფლად შეიძლება დაგიზიანოთ ფეხი.
2)დააკვირდით აუცილებლად მის სიმაღლეს, ორიგინალი UGG 18 სანტიმეტრზე მაღალი არაა. ისე ამის გაგება მარტივია, ხშირ შემთხვევაში პატენტები დიდი სიმაღლით გამოირჩევა.
3)თუ ძირსა და ნაჭერს შორის დაინახავთ წებოს ან აშკარად მიხვდებით, რომ იგი ხელითაა მიწებებული, შეეშვით მაგ ფეხსაცმელს ნამდვილი UGG ქარხანაში, კომპიუტერიზებული სისტემით წებდება, რაც მის ხარისხზე მიუთითებს.
4)ზოგიერთი მოდელი ბეწვითაა გამოკრული შიგნიდან, ჩაიხედეთ და დააკვირდით, მას არ უნდა ჰქონდეს ძაფით შესრულებული ნაკერი. ანუ რეალურად იგი დაკერებულია, მაგრამ არა ხელით, ამის გამო ორიგინალებს ნაკერები არ უჩანთ.

ახლა კი პატარა რჩევა ამ ფეხსაცმელზე :
შეიძინეთ ყოველთვის ერთი ზომით პატარა, რადგან იგი მალევე დიდდება და გაჯდებათ ფეხზე. ამ ფეხსაცმელმა თავისი პრაქტიკულობა კარგად დაამტკიცა და თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ იგი კარგად იჭერს სითბოს. ზამთარში გოგონებისათვის სითბო აუცილებელია (მიზეზებს არ დავასახელებ) თქვენ უკეთ იცით
არასდროს არ ჩაიცვათ UGGწვიმიან ამინდში. ორიგინალი იქნება ეს თუ პატენტი იგი მაინც დაკარგავს ფორმას და გაფუჭდება. ასევე როდესაც გარეცხავთ მას (თუ ნამდვილი გაქვთ იმ შემთხვევაში გარეცხეთ, პატენტი რომ გარეცხოთ ხელში დაფლეთილი ფეხსაცმელი შეგრჩებათ) არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ გამათბობელის გამოყენებით.


მსგავსი სიახლეები:
  • Brdznuli Azrebi / ბრძნული აზრები
  • 5 Fraza Romelic Mamakacma arasodes ar Unda Utxras Qals / 5 ფრაზა რომელიც მა ...
  • Shushanikis wameba / შუშანიკის წამება
  • Rchevebi Qals Kacisgan / რჩევები ქალს კაცისგან
  • დაბადების დღის მილოცვის ხერხები / dabadebis dgis milocvis xerxebi
  • 2012 წელი დრაკონის წელიწადი / 2012 Drakonis weli
  • Brdznuli Gamonatqvamebi / ბრძნული გამონათქვამები
  • Kocnis Saidumloebebi / კოცნის საიდუმლოებები
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა