Vardebi / ვარდები

Vardebi / ვარდები



ისტორიები ვარდების შესახებ, მათ ფერებზე, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ფერის ვარდის ჩუქება , რასთანაა დაკავშირებული და რა სიტუაციაში როგორი ფერის და რაოდენობის ვარდებს ჩუქნიან, ასევე ვარდების ულამაზესი სურათები ....


თეთრი ვარდები : ისინი სისპეტაკისა და გულწრფელობის სიმბოლოა. ამით ბიჭი გეუბნება , რომ ზეციური ხარ , რომ მოხიბლულია შენი სინაზით . თეთრი ვარდი სუფთა გრძნობების სიმბოლოა.


წითელი ვარდები : რა თქმა უნდა , სიყვარულს ნიშნავს. ამით მას საკუთარი სითბოს გადმოცემა სურს . თეთრისაგან განსხვავებით წითელი ვარდი მგზნებარე სიყვარულს გამოხატავს.


ვარდისფერი ვარდები : ელეგანტურობისა და შარმის სიმბოლოა. ის მადლიერებასაც გამოხატავს , ასევე სიმპათიასაც. ვარდისფერი ვარდი ტკბილი და ნაზი გრძნობის გამოხატულებაა.


ყვითელი ვარდები : ამით ბიჭი გაგრძნობინებს , რომ შენზე ზრუნვა უნდა. ზოგადად ყვითელი ვარდი ენერგიას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ამ ფერის ვარდებს მისალოცად იყენებენ. თუ შეყვარებულთან ნაჩხუბარი ხარ და მან ყვითელი ვარდები გაჩუქა , ეს ნიშნავს , რომ ბოდიშს გიხდის.


ნარინჯისფერი ვარდები : ენთუზიაზმი , საუკეთესო სურვილები და გრძნობის განახლება - ეს არის ნარინჯისფერი ვარდის დატვირთვა . ეს ფერი სიამაყის სიმბოლოცაა .


მწვანე ვარდები : ასეთ ვარდებს ხალისიან , სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს ჩუქნიან . ფსიქოლოგების აზრით . ამ ფერის ვარდი სტაბილურობის გამოხატულებაა. ხოლო სიყვარულის ენაზე , ეჭვიანობას გამოხატავს.


შავი ვარდები : ისტორიულად სიკვდილის ემბლემაა , მაგრამ გარდა ამისა განახლებას , ანუ სიცოცხლის თავიდან დაწყებასაც აღნიშნავს . იგი ძალასთან ასოცირდება .

ცისფერი (ლურჯი ) ვარდები : იდუმალებას უკავშირდება. ბუნებაში ცისფერი ვარდი არ არსებობს, ამიტომ მეცნიერებმა ის ხელოვნურად გამოიყვანეს. სიყავრულის ენაზე იგი აღფრთოვანებას. პირველ სიყვარულს ნიშნავს, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებს .

თეთრი და წითელი ვარდების ნარევი თაიგული ერთიანობის სურვილის სიმბოლოა

თუ ბიჭმა სხვადასხვა ფერის ვარდების თაიგული გაჩუქა, ეს იამს ნისნავს, რომ უყვარხარ, შენგანაც საპასუხო სიყვარულს ელის და მალე პაემაზე დაგპატიჟებს, ამიტომ მზად იყავი .


რაოდენობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი ვარდი მორიდებულობის სიმბოლოა, მაგრამ თუ იგი წითელი ფერისაა, ეს უკვე სიყვარულის ახსნის ტოლფასია.


თქვენ რა ფერის ვარდ ისურვებდით საჩუქრად ?


მსგავსი სიახლეები:
  • Kavkasiuri Nagazi / კავკასიური ნაგაზი
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • Siyvarulis Saidumloebebi Tavis tvinshi / სიყავრულის საიდუმლოებები თავის ტვ ...
  • ზურა სალუქვაძე - ო, რა მაგარი ქალი ხარ !/ Zura Saluqvadze - o ra magari qal ...
  • დალტონიზმი / Daltonizmi
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა