Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები

Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები


ტორტის გაკეთება თუ არა მისი მირთმევა ალბათ ყველას გვიყვარს. თბილისში არის ადგილები სადაც კარგ ტორტებს შეიძენთ იაფად მაგრამ სახლში გაკეთება რათმაუნდა უფრო იაფი დაგიჯდებათ და თან ის მაინც გეცოდინებათ რომ ნამდვილად სუფთა და ეკოლოგიურად ჯანმრთელი პროდუქტია . გთავაზობთ ტორტების რეცეპტებს ...


შოკოლადის ტორტი ,,ზამთრის ზღაპარი"

ინგრიდიენტები


200გრ შაქარი
140 გრ კარაქი
200 გრ შავი შოკოლადი
3 კვერცხი
1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა)
100გრ ფქვილი
2 ჩ.კ ხსნადი ყავა
1,5 ს.კ. კაკაო
3 ს.კ არაჟანი
300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები
100 გრ თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი
ყავა გავხსნათ 2-3 ს.კ ადუღებულ წყალში.
140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ.
კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ.
გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
კრემი: 200მლ გამთბარ ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი და გაადნეთ, გააციეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე.
ბისკვიტი გაჭერით 2-ად ( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში.
დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.


ხილის ტორტი

ინგრიდიენტები
კრემი :
300მლ. რძე
3 ცალი კვერცხის გული
ვანილი
100-150გრ.შაქარი
20გრ.ფქვილი
20გრ.კრახმალი
10-15 მლ. ლიქიორი
120-150მლ. ნაღები35%
ცომი:
210-220 გრ.ფქვილი+1/8 ჩ.კ. მარილი გავცრათ.
1 ცალი დიდი ზომის კვერცხი გავთქვიფოთ.
115გრ.კარაქი გავთქვიფოთ 50გრ. შაქართან ერთად და დავამატოთ კვერცხი,შეურიოთ ერთმანეთს ხის კოვზით(დიდხანს არ ურიოთ!).
კარაქიან მასას დავამატოთ ფქვილი ,შეურიოთ ერთმანეთს და გადავიტანოთ პარკში.შევდოთ 30 წუთით მაცივარში.


მომზადების წესი
გამოვიღოთ მაცივრიდან,ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გავშალოთ,ყალიბზე 3 სმ.მეტი დიამეტრის რომ იყოს.
გადავიტანოთ ყალიბში,ამოვუყვანოთ ბორტები და ისევ შევდგათ მაცივარში 20-30 წუთით.
გავახუროთ ღუმელი 210 გრადუსამდე.
ცივ ცომს ჩანგლით ჩაუჩხვლიტოთ ძირი რამოდენიმე ადგილზე.
ჩაუფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩავაყაროთ ბარდა ან ბრინჯი.ეს იმისთვის რომ ცომი გამოცხობის დროს არ ამოიბურცოს.შევდგათ გამოსაცხობათ 20-25 წუთით,ოდნავ რომ შეყავისფრდეს.გამომცხვარი გამოვიღოთ და გავაციოთ.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი,როცა მზად იქნება,ბოლოს დავამატოთ ლიქიორი და გავაციოთ მასა.გავთქვიფოთ.
ასევე გავთქვიფოთ ნაღები და ორი მასა შევაერთოთ.გამოგვივა მსუბუქი კრემი.

გამომცხვარი ცომი ამოვავსოთ კრემით.
დაჭრილი სასურველი ხილი და კენკრა დავალაგოთ კრემის ზემოდან დაახლოებით 2 ჩ.ჭ.
სილამაზისთვის ზემოდან გადავასხათ გამჭირვალე ჯელე,რომელიც იყიდება მზა.ტარტი გავაციოთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სხვა სასურველი კრემი და მაგით შეავსოთ გამომცხვარი ცომი.
ეს რეცეპტი გათვლილია 20-23 სმ.დიამეტრის ყალიბზე



თხილის ტორტი.


ინგრიდიენტები


ცომისათვის:
100გრ. შოკოლადი
125გრ.კარაქი
120გრ.შაქარი
4 ცალი კვერცხი
75გრ.ფქვილი
75გრ.დაფქვილი თხილი
2ს.კ.ნაღები 20% ან მეტი ...ან რძე
1ჩ.კ.გამაფხვიერებელი
კრემისათვის:
1 შეკვრა პუდინგი+1ს.კ.ფქვილი
500მლ.რძე
80გრ.შაქარი
ვანილი
2ს.კ. მოხარშული შესქელებული რძე
250გრ.კარაქი
მოსართავად:
200გრ.თხილი
125გრ.შაქარი
10გრ.კარაქი
30გრ.შოკოლადი

მომზადების წესი
ცხვება 26სმ. დიამეტრის ყალიბში. შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი ბისკვიტი და მერე გაჭრათ შუაზე.მე ორად გავყავი ცომის პორცია და ორი ბისკვიტი გამოვაცხე :).ცოტა ყავის ტკბილი ნაყენით დავნამე.
მოვამზადოთ ცომი:
გავყოთ კვერცხის გული და ცილები ცალცალკე.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი+კარაქი+ნაღები.
გავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქრის ნახევარი.დავამატოთ შოკოლადის მასა.
ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შეურიოთ და დავაცრათ კვერცხის მასას,დავამატოთ თხილი.კარგად ამოურიოთ.
გავთქვიფოთ კვერცხის ცილები დანარჩენ შაქრის ნაწილთან და ცომის მასაში ფრთხილად გადავურიოთ.დაკეცვის მეთოდით,ნაზად...
ყალიბს ჩაუფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავასხათ ცომი.
გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 30წუთის განმავლობაში(ღუმელი გამოაღეთ და ხის ჩხირით ნახეთ თუ ბისკვიტი მზად არის).
გავაციოთ ბისკვიტი და შუაზე ფრთხილად გავჭრათ.
მოვამზადოთ კრემი:
პუდინგის ფხვნილი+ფქვილი და 100მლ.რძე გავხსნათ.
დანარჩენი რძე გავაცხელოთ, დავამატოთ შაქარი,ვანილი და პუდინგიანი მასა ჩავასხათ+თან სულ ურიოთ.ვამზადოთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.გადავაფაროთ ცხელს საჭმელი პლიონკა და გააციეთ.
კარაქი და შესქელებული რძე გავთქვიფოთ და შევათქვიფოთ პუდინგის მასა.
გამოვა ფაფუკი კრემის მასა.
თხილი გავშალოთ ტაფაზე,მოვშუშოთ,გავაცალოთ კანი.
ასევე ტაფაზე(სქელ ძირიანზე)დავყაროთ შაქარი,დავადნოთ,დავამატოთ კარაქი და დავყაროთ თხილი.ტაფიდან გადავიტანოთ ზეთ წასმულ(ცოტა)თეფშზე გასაციებლად.
ბისკვიტის ერთ ფენას გადაუსვათ კრემის ნაწილი,დავაფაროთ მეორე ბისკვიტის ნაწილი ..ასევე გადაუსვათ კრემი ზემოდან და გვერდებზე.
კარამილიზირებული თხილი მოვათავსოთ ზემოდან და გამდნარი შოკოლადი მოვასხათ ცოტათი.ან მოვრთათ სურვილის მიხედვით.
ტორტი უნდა იდგეს გაჭრამდე მინიმუმ 3-4 საათი მაცივარში.


ყავის ტორტი

ინგრიდიენტები

ცომი:
4 კვერცხის გული
4 ს.კ. მდუღარე წყალი
230 გრ. შაქარი
1 ს.კ. არაჟანი
150 გრ. მარგარინი (დაჩა,ან ასეთივე რბილი )
0,5 ჩ.კ. სოდა +1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1,ს.კ. ხსნადი ყავა
320 გრ. ფქვილი
კრემი:
500გრ. არაჟანი
2 კვერცხი
3 ს.კ. ფქვილი
180 გრ. შაქარი
250 გრ. კარაქი
2 ს.კ. ყავა


მომზადების წესი
მომზადება:
ცომი:გულები ავთქვიფოტ კარგად 4 ს.კ. მდუღარე წყალთან რომელსიც გახსნილია ყავა, შემდეგ დავამატოდ შაქარი და კიდე ძალიან
კარგად გავთქვიფოგ მყარ მასამდე,ამის შემდეგ ვუმატებთ დარბილებულ მარგარინს ან კარაქს,არაჟანს . და ამას დავაცრათ ფქვილისადაც არეულია უკვე სოდა და გამაფხვიერებელი. ეს ცომი შევინახოთ მაცივარში 3-4 საათით. ამასობაში გავაკეთოდ
კრემი: ავურიოთ არაჟანი,კვრცხები ფქვილი და შაქარი და ყავა რომელიც უნდა განზავდეს ოდნავ წყალში და მოვათავსოთ ორთქლის აბაზამაზე .
განუწყვეტლივ მორევით ავადუროთ კრემი . რომ გასქელდება ესეიგი მზად არის. გავაცივოთ და შევურით გათქვეფილ კარაქს.
ცომი გაცივების შემდეგ გამოვიღოთ და გავყოთ 5 ნაწილად და თიტო ნაწილი გამოცხვება 26 სმ. დიამეტრზე 180-200 გრ.
ამ ფირფიტებს წავუსვათ კრემი ,და მოვრთოდ სურვილისამებრ


მსგავსი სიახლეები:
  • Blomanje / ბლომანჟე
  • Martivad Mosamzadebeli Namcxvrebi / მარტივად მოსამზადებელი ნამცხვრები
  • Vashlis Perogi / ვაშლის პეროგი
  • Nushis namcxvari Limonis Rgolebit / ნუშის ნამცხვარი ლიმონის რგოლებით
  • xilis torti - momzadebis wesi/ ხილის ტორტი – მომზადების წესი
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა