Dieta Shimshilis Gareshe / დიეტა შიმშლის გარეშე

Dieta Shimshilis Gareshe / დიეტა შიმშლის გარეშე


ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ , დიეტის შესახებ როდესაც ადამიანს არ უწევს შიმშილი, რაც აადვილებს ამ დიეტის დაცვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ძალიან ადვილი დასაცავია რადგან მოითხოვს ზედმიწევნით შესრულებას ყველა აქ ჩამოთვლილი პუნქტების ...


დიეტის პლუსებია:
- არ ახლავს შიმშილის გრძნობა
-მისი დახმარებით 10 დღეში თქვენ დაიკლებთ 5-7კილოგრამს
დიეტის დროს დაშვებულია მხოლოდ ცილოვანი და ვიტამინური პროდუქტის მიღება. ცხიმები და ნახშირწყლები გამორიცხულია, აგრეთვე ტაბუ ადევს სოუსებს და საწებლებს, კეჩუპს, მაიონეზს და ა.შ. მარილი დაშვებულია მცირე რაოდენობით. დიეტის ცილოვანი და ვიტამინური კომპონენტების მიღება აუცილებელია ცალცალკე - სხვადასხვა დროს. დიეტის რეკომენდირებულია მინერალური ან ჩვეულებრივი წყლის, უშაქრო ჩაის და ბალახეული ნაყენების მიღება - რაოდენობა შეზღუდული არ არის. სხვა სასმელი(ლიმონათი, წვენები, ლუდი, ალკოჰოლი და ა.შ) აკრძალულია. საკვები დღეში 6-ჯერ უნდა მიიღოთ, ყოველ 2,5 საათში ერთხელ.


ასე გამოიყურება დიეტა პრაქტიკაში:
8:00 - ორი მოხარშული კვერცხი (ცილოვანი კომპონენტი)
10:30 - ერთი გრეიფრუტი (ვიტამინური კომპონენტი)
13:00 - 200გრ მოხარშული უცხიმო ხორცი (ცილოვანი კომპონენტი)
15:30 - ორი ვაშლი (ვიტამინური კომპონენტი)
18:00 - 200გრ მოხარშული თევზი (ცილოვანი კომპონენტი)
20:30 - ერთი დიდი ფორთოხალი (ვიტამინური კომპონენტი)


სხვა დაშვებული ცილოვანი კომპონენტებია:
უცხიმო ხაჭო
დაბალცხიმიანი ყველი
უცხიმო ფრინველის ხორცი
ვიტამინური კომპონენტებად გამოდგება არა მარტო ხილი არამედ უმი ან მოხარშული ბოსტნეული:
ჭარხალი
სტაფილო
კიტრი
პომიდორი
წიწაკა
ტაბუ ადევს ტკბილ ხილს:
ყურძენი
ბანანი
გარგარი
ხურმა
ბოსტნეულიდან აკრძალულია კარტოფილი
თუ სასურველი შედეგის მისაღწევად გესაჭიროებათ მეტი კილოგრამების დაკლება, დიეტის განმეორება შესაძლებელია 1-2 კვირიანი შესვენებეის შემდეგ.


მსგავსი სიახლეები:
  • Xaladeci / ხალადეცი
  • Tortebis Receptebi / ტორტების რეცეპტები
  • Prognozebi / პროგნოზები
  • Salata Cezari / სალათა ცეზარი
  • Janmrtelobis Fasi / ჯანმრთელობის ფასი
  • saintereso Faqtebi III / საინტერესო ფაქტები III
  • Muclis presi da lamazi muceli / მუცლის პრესი და ლამაზი მუცელი
  • xilis dieta / ხილის დიეტა
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა